ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

85 დღიანი შიმშილოის შემდეგ კუბელი დისიდენტი გარდაიცვალა


კუბელი უფლებათადამცველების განცხადებით, საპატიმროში 85 დღიანი შიმშილობის შემდეგ კუბელი დისიდენტი გარდაიცვალა. უფლებათადამცველების ინფორმაციით 42 წლის ორლანდო ზაპატა ტამაიო ჰავანას ჰოსპიტალში სიკვდილამდე ერთი დღით ადრე მოათავსეს. ზაპატა სასჯელს 2003 წლიდან იხდიდა. ის შიმშილობის აქციაში მონაწილეობდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა. მას თავდაპირველად სამიწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით განაჩენი შეუცვალეს და პატიმრობა 25 წლამდე გაუხანგრძლივეს.

XS
SM
MD
LG