ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალია სავიზო წესებს ამკაცრებს


ავსტრალიამ გამოაცხადა,რომ 10 ტერორისტული აქტივობით გამორჩეული ქვეყნის მოქალაქეებს ვიზების მიცემის პროცედურას გაუმკაცრებს.

დღეს პრემიერ მინისრტმა კევინ რადმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა,რომ ავსტრალიის უშიშროების სფეროში ტერორიზმი ერთერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია.

ამ მიმართულებით დასახული გეგმის მიხედვით,ემიგრაციის დეპარტამენტი ვიზის გაცემისას ტერორიზმის აქტივობით გამორჩეული ქვეყნის მოქალაქეებს თითის ანაბეჭდსა და ბიომეტრიულ ფოტოებს მოსთხოვს. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნება მონაცემთა ბაზა,რომელიც ავსტრალიაში შესული მოქალაქეების საზღვრის გადაკვეთასა და ქვეყნის დატოვებას ზედმიწევნით გააკონტროლებს.


XS
SM
MD
LG