ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიკ ჩეინი საავადმყოფოში მოხვდა



გუშინ ,გვიან ღამით ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი მკერდში მწვავე ტკივილის გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

ბატონ ჩეინის გულის პრობლემები რამდენიმე ათეული წელია აწუხებს.

პირველი გულის შეტევა მან 1978 წელს- 37წლის ასაკში გადაიტანა. 1984-88 წლებში განმეორებითი შეტევების შემდეგ კი გულის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

2001 წელს დიკ ჩეინის გულის მასტიმულირებელი იმპლანტი გადაუნერგეს,2008 წელს კი ხანგრძლივი მკურნალობა გულის რიტმის დარეგულირების მიზნით ჩაუტარდა.


შეგახსენებთ,რომ დიკ ჩეინის ვიცე პრეზიდენტის პოსტი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს 8 წლის მანძილზე ეკავა.ბოლო დროს კი საზოგადოებას თავი პრეზიდენტი ობამას მკაცრი კრიტიკით შეახსენა.


XS
SM
MD
LG