ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ებრძვიან ამერიკელები ჭარბ წონას?


შეერთებული შტატების პირველი ქალბატონი მიშელ ობამა ახალ პროგრამას უდგება სათავეში ,რომლის მიხედვითაც ამერიკელ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემა უნდა დაიძლიოს.

აღსანიშნავია ,რომ ამერიკელი ბავშვების 15პროცენტი ზედმეტი წონის პრობლემით იტანჯება. ზრდასრულ მძიმე წონის ადამიანებში კი სიმსუქნე გულის,შაქრისა და კიბოს დაავადებებს უკავშირდება.


ჯანმრთელობის დარგის სპეციალისტები გამუდმებით ურჩევენ ამერიკელებს ორგანული საკვებით იკვებონ და ფიზიკური ვარჯიშითაც დაკავდნენ.

თუმცა ექპერტების უმეტესობა ცდილობს გასუქების მთავარი მიზეზი ახსნას და სიმსუქნის პრობლემა ძირეულად გამოიკვლიოს.ექიმთა აზრით, გასუქების გამომწვევი მიზეზი წინაპრებსა და კვების ჩვეევებში უნდა ვეძიოთ.

ვაშინგტონელი 35წლის ადვოკატი-რობერტ კილინგი ვაშინგტონის გამაჯანსაღებელ კომპლექსში სავარჯიშოდ არცთუ ისე დიდი ხანია დადის:

„გაგიკვირდებათ,მაგრამ რაც ვვარჯიშობ,ავად არ გვამხდარვარ.გაციება რა არის არ ვიცი“
კილინგი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიეტურ კვებასა და ყოველდღიურ ვარჯიშს უკავშირებს.იგი მელოდი ფედმანისა და ჯონ მეინის ხელმძღვანელობით სპეციალურ ჯგუფში ვარჯიშობს.


სულ შეერთებულ შტატებში ამ სახის 1200-მდე სავარჯიშო დარბაზი ფუნქციონირებს. გარდა აქტიური ვარჯიშისა,მელოდი და ჯონი კლუბის წევრებს კვების რეჟიმს უნიშნავენ. ამ დიეტას პირობითად პალეო-დიეტა ეწოდება. პალეო იმიტომ,რომ დიეტის კომპონენტები იმ საკვები პროდუქტისგან შედგება,რომლითაც პალეოლითური ხანის ადამიანები იკვებებოდნენ.


„ჩვენი დიეტა ძალზედ მარტივია: უცხიმო ხორცი,თხილი, ბოსტნეული და ხილი.არანაირი შაქარი,ლობიო , რძის პროდუქტი და ბურღულეული.“

ჯონ მეინისა და მელოდი ფიდმანის თქმით:

„უნდა მივირთვათ ხარისხიანი პროდუქტები და პაკეტში შეფუთულ საკვებზე კატეგორიული უარი ვთქვათ“

ვარჯიშის შემდეგ შინდაბრუნებული კილინგი მწვრთნელების რჩევას მისდევს და სადილად მოშუშულ კრევეტს,ბროკოლს,სოკოსა და ტკბილ კარტოფილს მიირთმევს.ამგვარი კვებით შეძლო მან,რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, ღამე მშვიდად ძინავს და წონაშიც არ იმატებს.

„ცდუნებას არ ვყვები და ძველებურად აღარ ვიკვებები. როცა დიეტა დავარღვიე და ძველებურად მოვულხინე, ორგანიზმმა მყისვე რეაქცია მომცა ... მივხვდი,რომ ისეთ კვებას ვეღარასდროს შევძლებ...ჯანმრთელი კვებით თავს უფრო ჯანმრთელად და მსუბუქად შევიგრძნობ“


არტემის სიმოპოულოუსი პოპულარული- ომეგა დიეტის ავტორი გახლავთ.მან კვების საკუთარი რეჟიმის შესახებ წიგნიც გამოსცა.მისი აზრით, პალეო დიეტა არცთუ ისე სასარგებლოა,რადგან ადამაინის გენეტიკური ფორმა არ შეცვლილა,მაგრამ კვების ჩვევები ევოლუციის მანძილზე დაიხვეწა.აქედან გამომდინარე,ადამიანის ორგანიზმმა ევოლუციის მოთხოვნებს ფეხი უნდა აუწყოს და პირველყოფილი ადამიანების კვების პროდუქტების გარდა სხვა მრავალფეროვანი პროდუქტებიც უნდა მიიღოს.

„ადამიანი ზუსტად იმით გადარჩა,რომ ევოლუციას დაექვემდებარა და შესაბამისი ჩვევები შეითვისა,არ არის ასეთი ექსტრემალური ზომების მიღება საჭირო“.

სიმოპოლოუსი მიიჩნევს,რომ სიმსუქნის მიზეზი ძირითადად ჭარბი რაოდენობის შაქარი, ნაშირწყლები და ნახევარფაბრიკატებია.მისი რეკომენდაციით:


„ჭამეთ ბევრი ხილი,ბოსტნეული,თევზი,შეამცირეთ ზეთი,გაჯერებული ცხიმები,შაქარი და მარილი.“

დიეტოლოგი სიმოლოუსის თქმით,მსგავს პროდუქტებზე გამზადებული კერძი ნებისმიერი ერისა და ქვეყნის სამზარეულოში მოიპოვება.ამიტომ დაამზადეთ მშობლიური კერძები ზემოხსენებულ რჩევებზე დაყრდნობით,მიირთვით ზომიერი რაოდენობით და თავად გაოცდებით,როცა ნახავთ,რომ წონაშიც დაიკლებთ,მშვიდად იძინებთ და თავს უფრო ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანად შეიგრძნობთ.





XS
SM
MD
LG