ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი დიპლომატიისკენ მოუწოდებს


ჩინეთი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ გამართული კამათის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს,მაშინ,როცა დანარჩენი მსოფლიო მორიგი სანქციების დაწესებაზე ფიქრობს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟურნალსიტებს განუცხადა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებსა და დიალოგს ხელი უნდა შეუწყონ.

ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა ირანის მიმართ ურანის გამდიდრების წამოწყებისთვის გაეროს მხრიდან სანქციების დაწესების მეოთხე ეტაპს მოითხოვენ.

თეირანი განაგრძობს იმის გამეორებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა.


XS
SM
MD
LG