ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია " ტოიოტაზე"  ზეწოლა გრძელდება


კომპანიის აღმასრულებელი პირები კაპიტოლიუმში ამერიკის კონგრესის წინაშე უნდა წარსდგნენ, რათა პასუხი გასცენ დაგროვილ შეკითხვებს ტოიოტას მარკის ავტომობილების აქსელერატორის პრობლემებთან დაკავშირებით.

ამერიკის დემოკრატი კონგრესმენი, ჰენრი ვაქსმანი, რომელიც კონგრესში ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარეა, ავტომწარმოებელს იმ ბრალდების უარყოფაში ედავება, რომ ნაკლის ხარვეზიანი ელექტრონი აქსელერატორის პრობლემას გამოიწვევდა, პრობლემას მართლა ჰქონდა ადგილი ტოიოტას რამდენიმე მოდელში.

ვაქსმანმა და ასევე დემოკრატმა კონგრესმენმა, ბარტ სტუპაკმა კომპანია ტოიოტას ამერიკის წარმომადგენლობის გაყიდვების მენეჯერს ჯეიმსს ლენთს, ბრალდებების წერილი გაუგზავნეს. ავტო მწარმოებელი კონგრესის წინაშე დღეს წარსდგება.



XS
SM
MD
LG