ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ინტერნეტზე კონტროლი გაამკაცრა


ჩინეთმა ინტერნეტზე კონტროლი გაამკაცრა, ამიერიდან ყველა ვინც ვებგვერდის დარეგისტრირებას გადაწყვეტს, მთავრობის ახალი რეგულაციების წინაშე წარსდგება.

კანონი, რომელიც ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოაქვეყნა, ვებ გვერდების მფლობელებს ავალდებულებს საკუთარი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და ფოტოსურათი წარადგინონ.

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები დაეხმარება ქვეყანას ინტერნეტ-პორნოგრაფიასთან ბრძოლაში. თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ რეგულირების ახალი ფორმა მთავრობის მხრიდან ცენზურის გამოვლინებაა და სხვა არაფერი.
ჩინეთს მსოფლიოში ინტერნეტის ყველაზე მრავალრიცხოვანი, 380 მილიონიანი მომხმარებელი ყავს.


XS
SM
MD
LG