ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰაიტიში მიწისძვრისგან 300 ათას ადამიანამდე დაიღუპა


ჰაიტის პრეზიდენტის განცხადებით,გასულ თვეს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი , დანგრეული შენობების საბოლოო გაწმენდის შემდეგ - 300 ათას ადამაიანამდე გაიზრდება.

პრეზიდენტმა რევალმა აღნიშნა,რომ 200 ათასი ჰაიტელის ცხედარი მხოლოდ ქალაქის ქუჩებში იქნა აღმოჩენილი, შენობების ნანგრევებს ქვეშ კი ჯერ კიდევ ათასობით დაღუპულია ჩამარხული.

მექსიკაში ლათინო ამერიკისა და კარიბის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას ჰაიტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს,რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაიტელთათვის ახალი თავშესაფრების აგებაა.

დაახლოებით მილიონნახევრი ჰაიტელი დღემდე კარვებში ცხოვრობს და როგორც ექიმები ვარაუდობენ, წვიმის სეზონის დაწყება ჰაიტიში ინფექციური დაავადებების გავრცელებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG