ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ბანგლადეშის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა მას შემდეგ,რაც იქ ადგილობრივ ტომებსა და ბენგალიელი წარმოშობის ახალმოსახლეებს შორის შეტაკების შედეგად, სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ შეტაკებების შედეგად ასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.


ბანგლადეშის მთავრობამ ამ რეგიონში ხუთ ადამიანზე მეტი ჯგუფების შეკრება აკრძალა.
აღსანიშნავია, რომ მიწაზე საკუთრების გამო წარმოქმნილი დავების შედეგად, ურთიერთობა ბენგალიელი წარმოშობის ახალ მოსახლეებსა და ადგილობრივ ტომებს შორის, უკიდურესად დაიძაბა, რასაც ხშირად ძალადობა მოჰყვება.


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1997 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე, ბანგლადეშის სამხრეთაღმოსავლეთი რეგიონის მთავარი ტომი ავტონომიისთვის -ორი ათწლეულის მანძილზე იბრძოდა.

ბანგლადეშის სამხედრო ძალების სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონიდან გაყვანა გასული წლის ივლისში დაიწყო ანუ ხსენებული სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 წლის შემდეგ.




XS
SM
MD
LG