ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობა ვეშაპებზე  ნადირობასთან დაკავშირებით იმუქრება


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატსუია ოკადამ განაცხადა, რომ იაპონიის ვეშაპების ნადირობასთან დაკავშირებული საქმიანობის წინააღმდეგ, ავსტრალიის მთავრობის სასამართლო პროცესის მუქარა „სამწუხაროა,“ მაგრამ ეს ორმხრივ ურთიერთობას არ დააზიანებს.

დღეს ავსტრალიაში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს, ავსტრალიის ქალაქ პერტში გამართულ ბრიფინგზე ოკადამ ჟურნალისტებს მოახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხსენებული სარჩელის გამო იაპონია საერთაშორისო სასამართლოში მიიწვიეს, ტოკიო დაიცავს ვეშაპებზე ნადირობას, რადგან ის ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო კომიისიის მიერ დაწესებულ წესებს შეესაბამება.


იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად ასობით ვეშაპის დაჭერა კვლევითი პროგრამის ნაწილია და არ წარმოადგენს 1986 წლის ვეშაპებზე კომერციული ნადირობის აკრძალვას.
შაბათს ავსტრალიის პრემიერ მინისტრი კევი რადი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. პრემიერ მინისტრის თანაშემწის ცნობით, მხარეებმა ვეშაპებზე ნადირობასთან დაკავშირებული უთანხმოება „გულახდილად“ განიხილეს.



XS
SM
MD
LG