ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელმანდის პროვინციაში გზებს წმენდენ


ნატოს ოფიციალური პირების განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში გზების გაწმენდის ოპერაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ავღანეთის ამ რეგიონში თალიბები თარეშობდნენ.


ოპერაცია „მოშტარაკის“ შედეგად, გადაადგილება რეგიონში გამოსწორებულია -აცხადებენ კოალიციაური ჯარების წარმომადგენლები.

ოპერაციაში ძირითადად აშშ-ს , ბრიტანეთისა და ავღანეთის სამხედრო შენაერთები მონაწილეობენ. თალიბები მათ წინააღმდეგობას ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და შეიარაღებული დაპირისპირებით უწევენ.

ამას გარდა, ნატოს ძალები იუწყებიან, რომ დაკავებულია ორი თალიბი მეამბოხე, რომელთაგან ერთი- სავარაუდოდ თალიბთა საველე მეთაურია.

შაბათს ავღანეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა თალიბებს - დაყარონ იარაღი და ითანამშრომლონ მთავრობასთან.


XS
SM
MD
LG