ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი  პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ეწინააღმდეგება



ისრაელი მოლაპარაკებების დასრულებამდე, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას- ეწინააღმდეგება .

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სამშვიდობო მალაპარაკებს ჩაშლის, ვინაიდან ამ შემთხვევაში პალესტინას აღარ ექნება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზეზი.

ისრაელის ეს განცხადებები მოჰყვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა.

ბერნარდ კუჩნერმა მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნის შექმნის თაობაზე ისაუბრა. მან აქვე დასძინა,რომ სავარაუდოდ რეგიონში იმოქმედებს საფრანგეთში გაწვრთნილი პოლიცია და საფუძველი ჩაეყრება ახალ ბიზნესებს.

კუჩნერის განცხადებით, შესაძლებელია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მანამ, ვიდრე დამთავრდება მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით.

თავის მხრივ პალესტინის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ გეგმაშია დე ფაქტო პალესტინის სახელმწიფოს შექმნა 2 წლის განმავლობაში სამშვიდობო პროცესის მსვლელობის მიუხედავად.


XS
SM
MD
LG