ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამხედრო ოპერაცია ავღანეთში


ავღანეთის სამხრეთში ნატოს სამხედრო ოპერაცია გრძელდება. კოალიციის სარდლობის განცხადებით, ჰელმენდის პროვინციის მთავარ ქალაქ მარჯაზე სრული კონტროლისათვის მათ 25-დან 30 დღემდე დასჭირდებათ.

15 ათასზე მეტი ამერიკელი, ბრიტანელი და ავღანელი სამხედრო ჰელმენდის პროვინციის ქალაქ მარჯას უკვე ერთი კვირა უტევს. 2001 წლიდან დღემდე ეს ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა. თუმცა ქალაქში გამაგრებული თალიბები ძლიერ წინააღმდეგობას აგრძელებენ

ოპერაციის შესახებ ბრიტანელი გენერალი ნიკ კარტერი პენტაგონში შეკრებილ ჟურნალისტებს სამხრეთ ავღანეთიდან სატელიტის საშუალებით ესაუბრა.


„მარჯაში მეამბოხეები ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევენ. ამერიკული საზღვაო ქვეითი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან ერთად კვლავ აწარმოებენ ინტენსიურ ბრძოლებს ქალაქის ასაღებად.“
განაცხადა კარტერმა.

მისი გათვლებით მარჯაზე კონტროლის დამყარება შესაძლოა მომავალ თვემდე ვერ მოხერხდეს. ხოლო გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ავღანელების დარწმუნებას იმაში, რომ ავღანეთის ხელისუფლებას ნდობა გამოუცხადონ.


„როგორც ვფიქრობ, დაახლოებით სამი თვეში გავიგებთ თუ რამდენად მივაღწიეთ წარმატებას. მაგრამ ჯერჯერობით ტრიუმფის ნიშნები არ არსებობს.“
აცხადებს კარტერი.


მისი თქმით საერთაშორისო ძალები მარჯასკენ ნელა მიიწევენ და ძირითადად მსუბუქ იარაღს იყენებენ, რათა მოსახლეობაში უდანაშაულო მსხვერპლი თავიდან აირიდონ. კარტერი აცხადებს, რომ საკმაოდ დიდია იმპროვიზირებულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენების რისკი.

ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანში თალიბანის ორი მეთაური დააკავეს. ავრანეთში ხლეისუფლების ცნიბით, ეს ოპირტოვეები ჩრდილოეთ ავღანეთში ე.წ. ჩრდილოვან მთავრობას წარმოადგენდნენ. ასევე პაკისტანის სამხერთში საზღვაო ქალაქ ყარაჩში პაკისტანურმა ძალებმა „ალ-ქაიდას“ რამენიემ აქტივისტი დაპატიმრეს.


პენტაგონში თვლიან, რომ თალიბანი საკმაოდ რთულ ვითარებაშია.
„ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ეს ყველაფერი ორგანიზაციის შიგნით არულობას და უკმაყოფილებას გამოიწვევს.“
აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი ჯეფ მორელი.

ქალაქი მარჯა დიდი ხნის მანძილზე თალიბანის და ნარკოტრაფიკერების ხელში იყო. კოალიციის მიერ რეგიონში შეტევის დაწყება ერთგვარად პრეზიდენტ ობამას ახალი სტრატეგიის გამოცდადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მეამბოხეთა დამარცხებას და ამავდროულად სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.



XS
SM
MD
LG