ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის სფეროს რეფორმა კვლავ აქტუალურია


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა კვლავ ცდილობს ჯანდაცვის სფეროს რეფორმის კონგრესში გატარებას. კონგრესს ობამას ამბიციური კანონპროექტი 2009 წლის ბოლოს უნდა დაემტკიცებინა.
ყოველკვირეული რადიო ინტერვიუს დროს, პრეზიდენტმა ორივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დღეს მოუწოდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაერთიანდნენ. პრეზიდენტმა სპეციალური შეხვედრის მოწვევაც მოითხოვა, რომელზე რეფორმის დეტალებზე იქნება საუბარი.


პრეზიდენტი ობამას თქმით, ეს შეხვედრა არა მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით კომპრომისების მიღწევაა შესაძლებელი, არამედ იმასაც, რომ ქვეყნის მთავრობას ნებისმიერი სირთულის გადალახვა ერთობლივი ძალებით შეუძლია.


XS
SM
MD
LG