ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინგუშეთში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


რუსეთის მედიის ცნობით რუსეთის ინგუშეთის რეგიონში რამდენიმე ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა ორი ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. ცნობების მიხედვით სამი ბომბი აფეთქდა დღეს ინგუშეთის დედაქალაქ ნაზრანის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.

რუსეთის პროკურატორის საგამოძიებო კომიტეტმა საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ დაღუპულებს შორის არის პოლიციელი და სამოქალაქო პირი. დაჭრილთა შორის არის ნაზრანში საგამოძიებო კომიტეტის უფროსი მიხაილ ნალგიევი.

XS
SM
MD
LG