ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საზღვარზე სპეციალური შემოწმება ჩატარდება


სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები და ამერიკაში მცხოვრებ არაბთა და მუსლიმთა წარმომადგენლობები, აშშ-ის მთავრობის უკანასკნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ამერიკაში მგზავრობის მსურველების მიმართ შეურაცხმყოფელი და თანაც ამასთან არაეფექტური ჩხრეკის მეთოდები ინერგება, განსაკუთრებული მეთვალყურების ქვეშ ამ შემთხვევაში მოექცევიან ტურისტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

იანვარში ობამას ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 14 ქვეყნის სია, რომლთა მოქალაქეების მიმართ აშშ-ის საზღვრის გადაკვეტისას სპეციალური მონიტორინგი დაწესდება სხეულის სრული ლაზერული სკანერების საშუალებით . მათგან უმრავლესობა ისლამურ ქვეყნებს წარმოადგენს. დეტალების შესახებ თეთრ სახლში მოწყობილ პრესკონფერენციაზე შინაგანი უსაფრთხოების მდივანმა ჯანეტ ნაპოლიტანომ ისაუბრა:

„ყოველი ადამინი, რომელიც ჩამოდის აშშ-ში იმ ქვეყნებიდან რომლებიც ჩვენი ინფორმაციით ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენს, ან ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიაშია , გაივლის მკაცრი ჩხრეკის პროცესს, ხოლო ყველად დანარჩენი ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურებს გაივლის."

აშშ-ის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომების უკიდურესი გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასული წლის შობა დღეს ნიგერიელი ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა ტერორისტული აქტის განხორციელებას- ამსტერდამ დეტროიტის რეისზე. ახალი დადგენილებით, მგზავრები ნიგერიიდან, ავღანეთიდა, ალჟირიდან, ლიბანიდან, ლიბიიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან, საუდის არაბეთიდან, სომალიდან და იემენიდან თვითმფრინავში შესავლამდე დამატებით ჩხრეკას დაექვემდებარებიან. კუბის, ირანის, სუდანისა და სირიის მოქალაქეებზეც მსგავსი პროცედურა განხორციელდება, ვინდაიდან ეს ქვეყნები ტარორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში იმყოფებიან.

მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა. სამოქალაქო უფლებების დამცველის დენის პარკერის განცხადებით აეროპორტებში დაწესებული ახალი ნორმები მიუღებელია. მისი თქმით შეუძლებელია ეროვნების მიხედვით ტერორისტის გამოაშკარავება. მან აქვე დასძინა რომ არსებული მონაცემებით, მრავალი ტერორისტი იმ ქვეყნის წარმომადგენელი იყო, რომლებიც არც კი შედიოდნენ შავ სიაში.

პარკერის განცხადებით რასობრივი კუთვნილებითა და სხეულის სრული სკანირებით ილახება აშშ-ის ძირეული ფასეულობები და უფლებები. ამას გარდა ამით ხდება ყურადღების მოდუნება უფრო რეალური საფრთხიდან, რომელსაც ალ ყაიდა უქმნის ამერიკას.

ალყაიდამ დაამტკიცა, რომ მას წარმატბულად შეუძლია აითვისოს და გაითვალისწინოს ყველა ახლი უსაფრთხოების ზომები, რომელსაც ნერგავს აშშ-ი. ამასთან უფრო მეტად საჭიროა სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილება, ამის ნათელი მაგალითია შობადღეს წარუმატებელი ტერაქტი, როდესაც არსებობდა უამრავი საგანგაშო ინფორმაცია, რომელზე სამწუხაროდ არ გამახვილდა ყურადღება , აცხადებს ბატონი პარკერი.

პარკერი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციას გადახედოს შეერთებული შტატების აეროპორტებში დანერგილ უსაფრთოების ახალ ზომებს.

უამრავი ხერხი არსებობს იმისთვის რომ არ შეილახოს ადამინის უფლებები. ან არ შეიქმნას ისეთი აზრი თითქოს სამიზნე სრულიად მუსლიმანური სამყაროა. არ შეიძლება იმის თქმა რომ იმის გამო რომ ტერორისტების უმრავლესობა მუსულმი იყო ყველა მათგანი განსაკუტრებულად უნდა გაიჩხრიკოს. შედეგად მივიღებთ რესურსების უაზრო ხარჯვას და თანაც ეს ნეგატიურად იმოქმედებს ისალამური სამყაროს წარმომადგენელთა განწყობაზე.ცდ

არაბ ამერიკელთა ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯეიმს ზოგბი აცხადებს რომ უსაფრთხოების ახლი ზომები აეროპორტებში ეწინააღმდეგება ბარაკ ობამას სტრატეგიას მუსლიმანური სამყაროსთან მიმართებაში. რომელიც ამ უკანასკნელის განცხადებით ახალი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ვშიშობ, რომ ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური კუთხით უსაფრთხოების ზომების გატარებამ შესაძლოა ამერიკელ მუსლიმანთა შორის ნეგატიური განწობა დათესოს. ეს კი გამოთიშავს ამ დიდ თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბროლის საქმეს. აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია უარყოფს მსგავს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაციების რასობრივი კუთვნილების მიხედვით არ მოხდება. ტრანსპორტის ადმინისტრაციის ერთ ერთი წარმომადგენლის გრეგ სოულის განცხადებით დეპარტამენტის უსაფრთხოების ზომები ემყარება არსებულ საშიშროებას და არა რასობრივ , ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას.

დენის პარკერი ამერიკის მთავრობას სთავაზობს, მხედველობაში მიიღოს ისრაელის აეროპორთების გამოცდილება და სწორედ მსაგავსი ზომების დანერგვა მოხდეს.

ისრაელის ავიახაზები მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაგადამზიდად ითვლება, მათ წლები დასჭირდათ იმისთვის რომ განევითარბინათ და დაეხვეწათ უსაფრთხოების ზომები. ისრაელის აეროპორტებში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მგზავრის ქცევებს ვიდრე მის ჩაცმულობას, ეთნიკურ წარმომავლობასა თუ აღმსარებლობას.


XS
SM
MD
LG