ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერის რესპუბლიკაში სამხედრო ხუნტა თავის ლიდერს ასეხელებს


ნიგერის რესპუბლიკაში სამხედრო ხუნტამ, რომელმაც ქვეყნის სადავეები ჩაიგდო ხელთ, თავის ლიდერად ესკადრონის მეთაური სალოუ ჯიბო დაასახელა.

მათი განცხადებით, გარკვეული დროის განმავლობაში სახელმწიფო საქმეების მართვა მინისტრთა კაბინეტს ეკისრება. შეგახსენებთ, რომ ხუთშაბატს სამხედრო გადატრიალების შედეგად შეჩერდა ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედება და გაუქმდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი.

სატელევიზიო მირმართვაში ხუნტის ერთ-ერთმა წევრმა პოლკოვნიკმა აბდულ კარიმ გოკუე კარიმომ შემდეგი განაცხადა:

იმისათვის რომ ქვეყანაში დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი , სამხედრო გადატრიალება გარდაუვალი აღმოჩნდა. ამით ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. აცხადებს სამხედრო ხუნტის წევრი.

სამხედრო გადატრიალება დაგმეს აფრიკის რეგიონალურმა ორგანიზაციებმა.

XS
SM
MD
LG