ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა


რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ 6,7 მეათედი ბალი შეადგინა. ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 550 კილომეტრის სიღრმეში წარმოიქმნა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები არ არის. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკიდან 112 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

XS
SM
MD
LG