უკრაინის სასამართლომ დროებით შეაჩერა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი სასამართლოს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამია. ამ გადაწყვეტილების საფუძველს იანუკოვიჩის კონკურენტის და პრემიერ-მინსიტრის იულია ტიმოშენკოს სარჩელი წარმოადგენს. ტიმოშენკო ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგები დარღვევებით გამოცხადდა.