ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა აშენდება


რუსეთმა და აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ხელშეკრულება გააფორმეს, რაც მოსკოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობის უფლებას ანიჭებს. შეთანხმება მოსკოვში დაიდო და მასზე ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა მოაწერეს. სააგენტო „როიტერის" ცნობით, რუსული სამხედრო ბაზა 3 ათას კაციან პერსონალზე იქნება გათვლილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ხელშეკრულებას ცინიკური და ტრაგიკული უწოდა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ოკუპაციის ლეგალიზებას ვერ მოახდენს.

XS
SM
MD
LG