აშშ-ს მთავრობისა და ტაქნოლოგიური ფირმების წარმომადგენლები დ ღეს რუსეთს მიფრინავენ. რუსეთში მოლაპარაკება გაიმართება იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება განმტკიცდეს ურთიერთობა ამერიკასა და რუსეთს შორს საზოგადოებრვი მედია საშუალებებისა და სხვა ტექნოლოგების საშუალებით. აშშ-ს სახდეპმა განაცხადა, რომ სამთაბრობო დელეგაციაში შედიან ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახდეპისა და თეთრი სახლის წარმომადგენლები. მათთან ერთად მოსკოვს მიფრინავენ კომპანიების სისკოსის, ობეისა და ტვიტერის წარმომადგენლები. ამ განცხადების თანახმად ამერიკული დელეგაცის წევრები შეხვდებიან რუსეთის მაღალჩინოსნებს, სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რო ტვიტერი, ფეისბუქი და ლაივჯორნალი გასულ წელს კიბერთავდასხმის ობიექტები გახდნენ, რაც ექსპერტთა დასკვნით გამოწვეული იყო იმით, რომ დარტყმა განახორციელეს ქართველ ბლოგერზე, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.