ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი საუდის არაბეთში ირანის საკითხს განიხილავს


საუდის არაბეთი ირანის წინააღმდეგ დაუყონებლივ ახალი სანქციების შემოღებას მოითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უფლისწულმა საუდ ალ-ფაისალმა განაცხადა, რომ სამეფო და სპარსეთის ყურის სხვა დანარჩენი ქვეყნები არ იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს ქვეყნებსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები რაიმე შედეგს გამოიღებს. უფლისწული აცხადებს, რომ საუდის არაბეთის შიში ირანთან ტერიტორიული სიახლოვითაა განპირობებული. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ელ-რიადში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ გასული წლის ივნისში ირანში ჩატარებული სადაო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

XS
SM
MD
LG