ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის დასკვნა


გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი ერთ მილიარდ დოლარზე მეტის მოზიდვას ცდილობს. იუნისეფის განცხადებით თანხა სიღარიბეში მყოფი ქალებისა და ბავშვების დახმარებას უნდა მოხმარდეს. ფონდმა 2010 წლის დახმარების პროექტი წარადგინა, სადაც დასახელებულია 28 ქვეყანა სადაც ქალებისა და ბავშვების მდგომარეობა განსაკუთრებით სავალაოა.

ჰაიტიში კრიზისული მდგომარეობა დიდი ხნით ადრე , ჯერ კიდევ იანვარში მომხდარ მიწისძვრამდე ფიქსირდებოდა. იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჰილდე ჯონსონი აღნიშნავს, რომ მიწისძვრამ მხოლოდ დააჩქარა ჰაიტისთვის დახმარების მიწოდების აუცილებლობა. მისივე თქმით ყველა ბავშვს მსოფლიოში თანაბარი უფლება აქვს მიიღოს შემწეობა.

„ჰუმანიტარული მოქმედების დასკვნა" -ში განხილულია ის ძირეული საკითხები, რომელიც გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის აზრით , ყველაზე მეტად ყურადსაღებოა და საფრთხეს უქმნის ქალთა და ბავშვთა ძირითად უფლებებს. დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია , რომ კლიმატური ცვლილებების -გვალვების ფონზე, მსოფლიოს სხვადასახვა კუთხეში საკვები პროდუქტის დეფიციტია. 2008-2009 წლებში გლობალური კრიზისის შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა სიღარეიბის მაჩვენებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რომელიც უნისეფმა წამოჭრა არის შეიარაღებული დაპირისპირებები სახვადასხვა ქვეყნებში, რომელიც მილიონობით ადამინის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ჰილდე ჯონსონის განცხადებით, ზემოჩამოთვლილ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბავშვები იჩაგრებიან. იზრდება მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელებისა და უფლებების შელახვის საფრთხე . ყოველწლიურად გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდს მსოფლიოს მასშტაბით ორასზე მეტ კრიზისთან უწევს გამკლავება. ყველაზე დიდი გაჭირვება შარშან ეკვატორულ აფრიკაში დაფიქსისრდა. გვალვების გამო გაჩნდა დეფიციტი საკვებზე, რამაც გამოიწვია არეულობები და 24 მილიონამდე ადამიანი საფრთხის წინაშე დადგა. ძალადობამ და ხალხის იძულებით გადაადგილებამ ყველაზე მწვავედ სუდანში, ჩადში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იჩინა თავი. უნისეფის დასკვნით, უნდა გაორმაგდეს აზიის ფინანსური დახმარება. ამას ნაწილობრივ პაკისტანისა და ფილიპინების გაეროს დასკვნაში ჩამატებას უკავშირებენ.

პაკისტანში სვატის ხეობაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებების გამო უსახლკაროდ ორ მილიონამდე ადამიანი დარჩა. პილიპინებზე მომხდარი სტიქიური უბედურების გამო კი კარვებში დღემდე 200 ათასამდე ადამინი ცხოვრობს.

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი დასკვნაში აგრეთვე აღნიშნავს საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე . განსაკუთრებით კი როდესაც ლაპარაკია ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარებაზე გაჭირვების ჟამს.

XS
SM
MD
LG