ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოხუმი: უკრაინასთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყება


ჩვენმა რესპონდენტმა, პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ბატონმა გოგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ბაღაფშის მოლოდინს გაცრუების პერსპექტივა ახლავს თან. –„ყოვლად შეუძლებელია, რომ უკრაინამ თუ იგი თვითგანადგურების კომპლექსით არ არის შეპყრობილი გადადგას ასეთი ნაბიჯი. ასეთ ნაბიჯს უკრაინა არ გადადგამს, რადგანაც იანუკოვიჩი იძულებული იქნება გაითვალისწინოს არა მარტო უკრაინელი ხალხის, არამედ დასავლეთის, ნატოსა და ამერიკის ინტერესები. არ არის ძნელი მისახვედრი, რომ იანუკოვიჩი არის რუსეთის პროექტი. აქედან გამომდინარე, იგი შეეცდება, რომ მისი წინაბმორბედისაგან რადიკალურად განსხვავებული ნაბიჯები გადადგას. მაგრამ ჩემის აზრით აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და მისი მცდელობა ამაოდ დარჩება“- აღნიშნა ბატონმა გოგი გაჩეჩილაძემ.

XS
SM
MD
LG