ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ირანის მთავრობას აკრიტიკებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო შეერებული შტატების სახელმწიფო მდივნის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს სამხედრო დიქტატურის ხელში ჩაგდება სურს.

მანუჩერ მოთაქის განცხადებით, ქალბატონი კლინტონი ცდილობს არარეალური და მცდარი შეხედულებებით მსოფლიოს საზოგადოებაზე ზეგავლენა მოახდინოს.

გუშინ ქათარში სტუდენტებთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა ,რომ დრესდღეობით ირანის მთავრობას რევოლუციის გუშაგთა ელიტარული ფიგურები მართავენ.

დღევანდელ საპასუხო გამოსვლაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა,რომ შეერთებული შტატების მიერ ერაყსა და ავღანეშთი განხორციელებული საომარი ქმედებები დიქტატურის ერთგვარი გამოვლინებაა.

XS
SM
MD
LG