ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კიდევ ერთი საჰაერო დარტყმა განხორციელდა


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, შეერთებული შტატების უპილოტო საფრენმა აპარატმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ამბოხებულებზე იერიში მიიტანა. მათი თქმით, საფრენი აპარატიდან გაშვებული რაკეტა ჩრდილო ვაზირისტანში სატვირთო ავტომანქანას მოხვდა, სადაც 3 ამბოხებული იმყოფებოდა.წინა დღეს საჰერო იერიში ამბოხებულთა საწვრთნელ ბანაკზე ქალაქ მირალის სიახლოვეს მიიტანეს. იერიშის შედეგად 7 მეამბოხეა მოკლული.

XS
SM
MD
LG