ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი სპარსეთის ყურეში ვიზიტს განაგრძობს


შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ ირანი სამხედრო დიქტატურის ქვეყანა ხდება. ამის შესახებ სახელწმიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომელიც სპარსეთის ყურეში ვიზიტს განაგრძობს. ის დღეს ყატარში სტუდენტების წინაშე წარსდგა, სადაც განაცხადა, რომ ირანის ელიტარული სამხედრო ძალა, რევოლუციური გვარდია, ხელისუფლების მთავარი საყრდენია. კლინტონმა ირანის ბიღვულ პროგრაამზეც ისაუბრა:

„ირანი საერთაშორისო თანამეგობრობას მცირე არჩევანს უტოვებს, და მას ამ პროვოკაციული ნაბიჯებისთვის დიდი საფასური დაეკისრება"

განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ყატარიდან ჰილარი კლინტონი საუდის არაბეთში მიემგზავრება, სადაც საუდის მეფეს აბდულას შეხვდება.

XS
SM
MD
LG