ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება პაკისტანში


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატიდან გასროლილმა რაკეტამ 5 ადამიანი მოკლა.

ინცინდენტს დღეს ჩრდილოეთ ვაზირისტანში ჰქონდა ადგილი, გასროლილი ორი რაკეტა შენობას მოხვდა. ოფიციალური პირების განცხადებით, გარდაცვლილთა ვინაობა ჯერ ჯერობით დადგენილი არაა.

შეგახსენებთ რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თალიბებსა და ალყაიდას სამალავებზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც გასულ წლის ბოლოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის 7 თანამშრომელი მოკლეს.

კიდევ ერთი ინცინდენტი სინთხის პროვინციაში მოხდა, დაღუპულია სამი და დაშავებულია 9 ადამიანი.


XS
SM
MD
LG