ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ისრაელის პრემიერ მინისტრს მასპინძლობს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთაინაჰუ დღეს რუსეთში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი რუსეთის მხარესთან ირანთან და პალესტინასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა.

ეს რუსეთში ნეთანიაჰუს პირველი ვიზიტია, მას შემდეგ, რაც გასულ წელს მან პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ის სექტემბერში რუსეთს საიდუმლო ვიზიტითაც ეწვია და ამის მიზეზი რუსეთის მიერ ირანისთვის იარაღის მიყიდვა გახდა. ამჯერად ნეთანიაჰუ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს და პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.


XS
SM
MD
LG