ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება


ავღანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება.ნატოს კოალიციის 15 ათასკაციანი დანაყოფი სამხრეთ ავღანეთში თალიბების საყრდენ სიმაგრეებს უტევს.

მთავარი ბრძოლები ჰელმენდის პროვინციაში ქალაქ მარჯაჰში მიმდინარეობს. ავღანეთის ოფიციალური სამხედრო პირების განცხადებით, ბრძოლების დროს დაახლოებით 20 თალიბია მოკლული.

გავრცელებული ინფორმაციით, მარჯაჰის რაიონში დახლოებით 1000-მდე თალიბია გაფანტული. ამერიკელი სამხედროების განცხადებით ისინი ქაოტურ წინააღმდეგობას აგრძელებენ.




XS
SM
MD
LG