ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი დოჰაში ჩადის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დოჰაში ჩადის,ყატარის შემდეგ ჰილარი კლინტონი საუდის არაბეთს ეწვევა, სადაც შეხვედრების მთავარი მიზანი ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის განხილვა იქნება.

მხარეები ისაუბრებენ ირანისა და ისრაელ-პალესტინის თემებზე. კლინტონი დოჰაში ყატარის ემირს, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანისდა შეიხ ჰამიდ ბინ ჯასიმ ალ თანის შეხვდება, ეს უკანასკნელი პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებს. დაგეგმილია კლინტონის გამოსვლა დოჰაში შეერთებული შტატებისა და მუსლიმების მსოფლიო ფორუმზე. ამით სახელმწიფო მდივანიმუსლიმანურ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობების განამტკიცებას შეეცდება.



XS
SM
MD
LG