აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამართველოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად,საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი ქვესადგურის კარი გაიღო და რამდენიმე ასტრონავტს ხვდა წილად მასში პირველად შესვლა.
სადგურის ახალი დანაყოფის " ტრანქუილითის" კარი გუშინ ღამე სადგურის მმართველმა ასტრონავტმა ჯეფ ვილიამსმა გააღო. მას კოსმოსური ხომლადის "ენდუვერის" კაპიტანი ჯორჯ ზამკა და გუნდის დანარჩენები წევრები შეჰყვნენ.
ასტრონავტთა გუნდის მისიაა ქვესდაგურში ტექნიკური დანადგარის დამონტაჟება.
დროებით კოსმოსური ქვესადგურის "ტრანქუილითის" კოსმოსური ობსერვატორიაც იქნა გახსნილი.
ობსერვატორია დააფიქსირებს კოსმოსიდან დედამიწის ხედებსა და სადგურის თანამშრომლებს საშუალებას მისცემს კონტროლი გაუწიოს სადგურს გარეთ ჩასატარებელ ოპერაციებსაც.