ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო



სამხრეთ ავღანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. დაახლოებით 15 ათასი ავღანელი, ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო, ამბოხებულებისგან ჰელმენდის პროვინციის გაწმენდას ცდილობენ.

ავღანეთის არმიის სარდლის შერ მოჰამედის განცხადებით, ბრძოლების დროს 5 თალიბია ლიკვიდირებული. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, 3 ამერიკელი სამხედროა დაღუპული დაბომბვის დროს. თუმცა, ჯერ დაუდგენელია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი კოალიციის მიერ წამოწყებულ ახალ ოპერაციას.

სპეცოპერაცია ქალაქ მარჯაჰზე შეტევით დაიწყო, რომელიც ავღანეთში თალიბანის ერთ-ერთ მთავარ სიმაგრეს წარმოადგენს.

ბრიტანელი გენერლის ნიკ კარტერის განცხადებით, კოალიციის ძალებმა ქალაქში შესვლა წარმატებით მოახერხეს. სპეცოპერაციის მსვლელობაზე კომენტარი გააკეთა ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა აბდულ ვარდაქმა. მისი თქმით, თალიბანის წინააღმდეგობა არცთუ ისე ძლიერია, თუმცა კოალიციის ძალები ფრთხილად გადაადგილდებიან და ამის მიზეზი თალიბების მიერ დანაღმული ადგილებია.



XS
SM
MD
LG