ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დემონსტრაციებს კვლავ არბევენ


ირანში ისლამური რევოლუციის 31-ე წლისთავი საპროტესტო გამოსვლებით და ოპოზიციის დემონტრაციის დარბევით აღინიშნა. ირანის ხელისუფლების პოლიტიკა მსოფლიოს ბევრ ქალაქში გააპროტესტეს. თეირანის გარდა დემონსტრაციები ლონდონშიც მოეწყო.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ირანელ ხალხს მხარდაჭერის დემონსტრირებას მოვახდენთ და მათ დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში გავამხნევებთ“
აცხადებს ლონდონში გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე.
თუკი ლონდონში საპროტესტო მსვლელობამ უპრობლემოდ ჩაიარა, თეირანის ცენტრალურ ქუჩებში სულ სხვა სურათი იყო. აქ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა.

ოპოზიციური ჯგუფების განცხადებით, ირანის უშიშროების ძალებმა 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს. ოპოზიციურ ინტერნეტ გვერდებზე დადებულ ვიდოეკადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ გამოიყენა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი ხალხის დასაშლელად.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური მედია ამ კადრების გადამოწმებას ირანში დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, რადგან ირანის ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას უკრძალავს.

ირანის მთავრობის ქმედებამ ამერიკელი კანომმდებლების აღშფოთება გამოიწვია. გააქტიურდა საუბრები ირანის მიმართ სანქციების დაწესების დაჩქარებაზე. სენატორთა ჯგუფმა, სადაც ორივე პარტიის კანონმდებლები შედიან, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარმოადგინა. დოკუმენტში ირანში ადამიანის უფლების უხეშ დარღევაზეა საუბარი. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ კანონპროექტის პრეზიდენტ ობამას მოუწოდებს, რათა შედგეს იმ ირანელების სია, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებას არღვევს.


„ჩვენ ნათელი უნდა მოვფინოთ იმ ირანელთა ვინაობას, ვინც ადამიანის უფლების ფეხქვეშ თელავს. მათი დანაშაულებრივი ქმედებები ცხნობილი უნდა გახდეს.“
განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
კანონპროექტი ირანელი უფლებათადამრღვევებისთვის ასევე შეერთებულ შტატებში არსებული საბანკო ანგარიშების გაყინვას და ამერიკაში შესვლის აკრძავლავს ითვალისწინებს.
„ახლა უკვე ცხადი უნდა გახდეს, რომ ირანს არავითარი სურვილი არ აქვს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და პირიქით ყველანაირი სურვილი აქვთ გამოიყენონ ძალადობის და რეპრესიის ყველა საშუალება რათა ჩაახშონ ირანელი მოქალაქეების მშვიდობიანი მისწრაფებები.“
დასძინა სენატორმა მაკკეინმა.
ამავდროულად პრეზიდენტი ობამა განაგრძობს თავის პოლიტიკას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო გაეროს სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მაშინ, როცა თეირანის ცენტრალურ ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციას არბევდნენ, არცთუ მოშორებით თეირანის თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა თავის მომხრეებს მიმართა და ირანი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.


„ბირთვული საწვავის პირველი 20 პროცენტი უკვე დამზადებული და მეცნიერებისთვის მიწოდებულია.“
განაცხადა აჰმადინეჟადმა.

ბირთვული სფეროს ექპსერტების განცხადებით კი ატომური იარაღის დასამზადებლად ურანის 90 პროცენტიანი გამდიდრება უკვე საკმარისია. დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ თეირანი სწორედ ამ მიზნის განხორციელებას ცდილობს. აჰმადინეჟადი კი აცხადებს, რომ ბირთვული საწვავი ირანს სამედიცინო კვლევითი რეაქტორისთვის სჭირდება. მისი თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მიზანი რომ ქონდეს, ამის შესახებ აუცილებლად განაცხადებდა.


XS
SM
MD
LG