ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის განცხადებით-ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია


ოფიციალური თეირანის განცხადებით, მის მიერ ურანის გამდიდრება სამშაბათს, ნათანზში, გაეროს ბირთვული დარგის ინპექტორებთან ერთად დაიწყო.

ირანი დაჟინებით იმეორებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია. თუმცა დასავლეთის ქვეყნები ეჭვობენ, რომ პროგრამა ბირთვული იარაღის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ქვეყნების ნდობის მოსაპოვებლად ირანისთვის კარი კვლავ ღიაა.

თუმცა მეორე მხარეს მკაცრი საერთაშორისო სანქციების საფრთხეა.

“მომავალ კვირებს ჩვენ სანქციების რეჟიმის განვითარებას მოვანდომებთ, რომელშიც აღინიშნება თუ რამდენად იზოლირებული იქნება ირანი საერთაშირისო თანამეგობრობისგან.” განაცხადა პრეზიდენტმა.

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანზე სანქციების დაწესების მუქარის მიუხედავად რამდენჯერმე მარცხი განიცადა. თეირანს ურანის გამდიდრებაზე უარი არ უთქვამს. ამერიკის მსგავსად, სანქციების შემოღებას საფრანგეთიც მოითხოვს.

“ახლა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ირანთან დაკავშირებით ერთსულოვანია.”

გაერომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ირანს შორის შუამავლის ფუნქცია იტვირთა, რათა ირანმა დაბალ დონეზე გადიდრებული ურანი მესამე ქვეყნებში გაიტანოს და უკან დაიბრუნოს, როგორც რეაქტორის საწვავი. თუმცა ირანმა ამ პირობას საბოლოო პასუხი არ გასცა, და ამიტომ მან ბარაკ ობამას კრიტიკა დაიმსახურა.

“ეს ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ, დაუსრულებლად გამეორების მიუხედავად, თითქოს და მისი მიზნები მშვიდობიანია, ჩვენ მაინც ბირთვულ იარაღამდე მივდივართ. ეს მიუღებელია.”-ამბობს პრეზიდენტი.

რუსეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ირანის გადაწყვეტილება ურანის გამდიდრების შესახებ ეჭვს ბადებს მისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანობ მიზნებზე.

“ირანი იმეორებს, რომ არ არის დაინტერესებული ჰქონდეს ბირთვული იარაღი-ის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას ავითარებს. მაგრამ ქმედება რომელსაც ის ახორციელებს-დაბალი დონის ურანის 20 %მდე გამდიდრება-საფუძვლიან ეჭვებს ბადებს.”-ამბობს პატრუშევი.

ჩინეთმა მხარეებს პრობლემის გადასაჭრელად დიალოგისკენ მოუწოდა. პეკინში ირანის მიმართ დამატებითი სანქციების წინააღმდეგ არიან.


XS
SM
MD
LG