ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონს სტენტირება ჩაუტარდა


ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ბილ კლინტონმა გუშინ, გულის პრობლემების გამო ღამე საავადმყოფოში გაატარა, სადაც მას საგანგებო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.

დღეს დილით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო, ის უკვე გაეწერა ნიუ იორკის ერთერთი საავადმყოფოდან.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მან გულმკერდის არეში ტკივილი იგრძნო.

ექიმებმა მას გულსისძარღთა გამტარობის აღსადგენად, არტერიის სტენტირება ჩაუტარეს. ყოფილი პრეზიდენტი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა.როგორც მოსალოდნელია, იგი ჰაიტიში მიმდინარე ჰუმანიტარულ სამუშაოებში საკუთარი ფონდი სახელით შეიტანს წვლილს.


XS
SM
MD
LG