ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ელის ვიქტორ იანუკოვიჩს


უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდნეტობის წინააღმდეგია. მოსახლეობის 4%-ზე მეტმა მხარი არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა. ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მხარეებისგან კომპრომისზე წასვლას მოითხოვს, თვლის ოლეგ სოსკინი, კიევში საზოგადოების ტრანსფორმაციის ინსტიტუტის დირექტორი კიევში.

“ახალ პრეზიდნენტს მოლაპარაკების წარმართვა მოუწევს. უკრაინის კონსტიტუციური სისტემა დიქტატურას არ გულისხმობს.” მისივე თქმით, პრემიერ მინისტრზე აღმასრულებელი ხელისუფლების უდიდესი წილი მოდის. მნიშვნელოვანი ძალა პარლამენტზე ნაწილდება. ყოფილმა პრეზიდნეტმა ვიქტორ იუშენკომ მარცხი განიცადა, სოსკინის თქმით, იგი მთავრობის სხვა ინსტიტუტებს პატივის არ სცემდა. უკრაინელებს პარლამენტის მიმართ ზიზღის გრძნობა აქვთ.ანალიტიკოსები თვლიან, რომ რადის წევრების უმრავლესობა არადემოკრატიული გზითაა არჩეული და ახალმა პრეზინდენტმა ამაზე ყურადღება უნდა გაამახვილოს. სასამართლო სისტემა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნევა.

იური იაკუმენკო, კიევის რაზუმკოვის ცენტრის მკვლევარი, ამბობს რომ უკრაინელი მოსამართლეები დამოუკიდებლები არ არიან.

“ ყველაფერი უმაღლეს ეშელონებში იწყება. თუ ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემის დამოკიდებულებას მთავრობის სხვა სტრუქტურებზე, ნათელია, რომ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება.”

საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს ემორჩილება, მაგრამ ამას გარდა მასზე გადაწყვეტილების მიღებისას შიდა ზეწოლაც ხორციელდება. აღმოსავლეთ უკრაინა, მაგალითად რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის მომხრეა, იანუკოვიჩმა პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობს. ბევრი დასავლეთ უკრაინიდან ამ კურსის წინააღმდეგია, მათ შორის დიმიტრო კორჩინსკი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი.

“ჩვენ ველით, რომ იანუკოვიჩი მიცემული დაპირებისგან ხელს აიღებს, თუ ეს არ მოხდება, საზოგადოებაში ეროვნული მოტივი გაღვიძებს.”

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იანუკოვიჩის პრორუსული კურსი, ბევრ ოლიგარქს არ მოეწონება.

ისინი დასძენენ, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში ინვესტირებას განაგრძობს, სულ უფრო და უფრო მეტი ოლიგარქი ფულს დასავლეთ ევროპაში აბანდებს.

“თუკი რუსული კაპიტალი უკრაინაში ფეხს მოიკიდებს, ეს ადგილობრივი ოლიგარქების ინტერესების შეკვეცას ნიშნავს, ასე რომ ვფიქრობ, ისინი უკრაინის დასავლური კურსის აღმოსავლურისკენ დაბრუნებას არ დაუშვებენ.”

სოსკინის თქმით, უკრაიენლი ამომრჩეველი მიჩვეულია არჩევანში იმედგაცრუებას, ასე იყო კომუნისტური პარტიის, სოციალისტებისა და ბოლოს ვიქტორი იუშენკოს შემთხვევაშიც.

ექსპერტის თქმით, უკრაინის ახალ პრეზიდნეტს ხალხის სამსახურში ყოფნა მოუწევს, თუ არ სურს, რომ მოსახლეობის რისხვა დაიმსახუროს.

XS
SM
MD
LG