ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნორდ სტრიმის" გაზსადენი სანდო და უსაფრთხოა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩრდილო ევროპელებს არწმუნებს, რომ „ნორდ სტრიმის" გაზსადენით ისინი ბუნებრივ აირის აბოსულუტრად სანდოდ და უსაფრთხოდ მიიღებენ. ამის შესახებ ბატონმა პუტინმა ჰელსინკიში ბალტიის ქვეყენბსი სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. გარემოდაცვითი ფაქტორების გათვალსიწინების გამო „ნორდ -სტრიმის" პროექტში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია ფინეთს. პუტინის განცხადებით, მკვლევარებმა 135 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს გარემოს დაცვითი მექანიზმების შესამუშავებლად. თუმცა, ზოგიერთი გარემოსდაცვითი მეცნიერის აზრით, ნორდ-სტრიმის გაზსადენი, ისედაც დაბინძურებულ ბალტიის ზღვაში კიდევ უფრო მეტ პრობლემას წარმოქმნის.

XS
SM
MD
LG