ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარბუქი ვაშინგტონში


ირინა ცერცვაძე

რამდენიმე დღე ვაშინგტონში გადაუღებლად თოვდა.ამერიკის დედაქალაქმა და მისმა შემოგარენმა 36 საათში იმდენი თოვლი ნახა, რამდენიც მთელი ზამთრის მანძილზე არ უნახავს. ადგილობრივი მთავრობა ქუჩების გაწმენდისთვის ყველაფერს აკეთებდა,მცხოვრებლები კი საკუთარი მანქანების გაწმენდას ცდილობდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა და ვაშინგტონის აეროპორტებიდან ასობით რეისი გაუქმდა.

“მე ვაშინგტონში 30 წელია ვცხოვრობ და ასეთი ქარბუქის მოწმე პირველად ვარ. ვფიქრობს ასეთი რამ მანამდე არც ყოფილა.”

ასობით მცხოვრებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.თოვლის სიმძიმემ ხეები წააქცია და სახლების სახურავების დაზიანება გამოიწვია.სამაშველო ჯგუფებს საჭიროების ადგილამდე მისვლა უჭირდათ.

”იმის მაქსიმუმს ვაკეთებდით რაც შეგვეძლო. ვცდილობდით პირველივე გამოძახებაზე გავმკლავებოდით პრობლემას.”

მაგრამ ის რამაც ბევრი დაადარდიანა, სხვებისთვის მხიარულების მომტანი აღმოჩნდა, ვაშინგტონის ცენტრში, დიუპონის მოედანზე მეგობრული გუნდაობა მოეწყო, რომელიც სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაიგეგმა.

ამინდის ექსტრემალური პირობებზე ყურადღება თავის გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტმაც გაამახვილა დასიტყვათწყობაც გამოგონა:

“თოვლი, თოვლიმაგედონი (თოვლის არმაგედონიდან) ვაშინგტონში!”

თოვლიანობა ვაშინგტონში ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, უახლოესი დღეების პროგნოზით, ამერიკის დედაქალაქი კვლავ თეთრი საფარის მოლოდინშია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG