ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმოშენკო იანუკოვიჩს აკრიტიკებს


უკრაინის პრემიერ მინისტრმა თავის პირველ საჯარო გამოსვლაში არჩევნების შემდეგ, მისი მეტოქე ვიქტორ იანუკოვიჩი გააკრიტიკა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ქალბატონმა ტიმოშენკომ განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა და მისმა პარტიამ ცრუ დაპირებები მისცეს ამომრჩეველს.

ტიმოშენკო აცხადებს, რომ უკრაინელმა ხალხმა მომავალში კარგად უნდა გაითვალისწინოს იანუკოვიჩის პარტიის ინიციატივა პარლამენტში სოციალური სფეროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შეკვეცასთან დაკავშირებით და რომ მაშინ როცა მისი საარჩევნო დაპირებები სოციალური სტანდარტების გაუმჯობესებას ეხებოდა, სამწუხაროდ სინამდვილეში რეგიონების პარტია ამას არ ისახავს მიზნად.

კვირის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიმოშენკომ იანუკოვიჩს ბრალი დასდო შედეგების გაყალბებაში. კიევში, უკრაინელ ამომრჩეველთა დამოუკიდებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ოლექსანდრ ჩერნენკომ განაცხადა, რომ შეუძლებელია განისაზღვროს თუ რამდენად იმოქმედა დაფიქსირებულმა დარვევებმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგზე.

XS
SM
MD
LG