ავღანეთში ნატოს უმაღლესი სამხედრო ჩინოსნები ჰელმანდის პროვინციის მოსახლეობას კოალიციის სამხედრო ძალების მიერ თალიბებზე მოსალოდნელი შეტევის შესახებ აფრთხილებენ.
დღეს ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა- მარკ სედვილმა ქალაქ მარჯაჰის მაცხოვრებლებს - მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ქალაქი მარჯაჰი,სადაც 80 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ოპიუმის ტრეფიკინგის ეპიცენტრად ითვლება.