ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემას ანვითარებს


როგორც ირანის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა, რომელზეც თეირანი ამჟამად მუშაობს არ ჩამოუარდება რუსეთის S-300-ის ტიპის სათავდაცვო სისტემას, რომლის მიწოდებასაც ირანისადმი რუსეთი აყოვნებს. ამ განცხადების თანახმად სისტემა უახლოეს მომავალში იქნება მზად. როგორც განცხადებაშია ნათქვამი რუსეთმა არადამაკმაყოფილებელი მიზეზები წარმოადგინა იმის თაობაზე თუ რატომ აყოვნებს სათავდაცვო სისტემის ირანისადმი მიწოდებას, რომელიც მან უნდა შეასრულოს 2007 წელს დადებული ხელშეკრულების ძალით. ირანელ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზია აშშ-სა და ისრაელის ზეწოლა რუსეთზე.

XS
SM
MD
LG