ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო პაკისტანსთვის 538 მილიონი დოლარს გამოჰყოფს


გაერო მილიონობით ადგილნაცვალი პაკიტანელისთვის 538 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების მიწოდებას მოითხოვს. ცნობილია, რომ პაკისტანის იმ რეგიონებიდან, რომლებშიც თალიბების წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობს სამ მილიონ ას ათასამდე ადამიანს მოუწია გაქცევა. გაერო აცხადებს, რომ ზემოთქმული თანხა ადგილნაცვალი პირების საკვებით მომარაგებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. გასულ წელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში გამაგრებული თალიბების წინააღმდეგ პაკისტანის არმიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.

XS
SM
MD
LG