ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბი მეამბოხეები  იერიშისთვის ემზადებიან


სამხრეთ ავღანეთში თალიბი მეამბოხეები ნატოს იერიშისთვის ემზადებიან.

თვითმხილველთა ცნობით თალიბები ჰელმანდის პროვინციის ქალაქ მარჯას მახლობლად პოზიციებს ამაგრებენ. ეს პროვინცია, სადაც დაახლოებით 80,000 მოსახლე ცხოვრობს, ოპიუმის ტრეფიკინგის ცენტრს წარმოადგენს. ნატოს მთავარსარდლობის ცნობით, კოალიციისა და ავღანეთის ათასობით ჯარისკაცი რვაწლიანი ომის ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო იერიშისთვის ემზადება რომლის მიზანია ქალაქ მარჯას აღება.
სამხედრო ოპერაცია მალე უნდა დაიწყოს. ეს კოალიციური ძალების პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია იქნება მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დამატებითი 30,000 ჯარისკაცი გაგზავნა.

როგორც იუწყებიან, სამხედრო მოქმედებების შიშით ასობით სამოქალაქო პირი ქალაქ მარჯასა და მიმდებარე რეგიონს ტოვებს.


XS
SM
MD
LG