ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საჰაერო თავდაცვის სისტემას აძლიერებს


ირანის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით ირანი საკუთარ საჰაერო თავდაცვის სისტემას ანვითარებს, რომელიც ისეთივე ეფექტური იქნება როგორც რუსეთის ეს-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის მიწოდებას თეირანისთვის მოსკოვი უკვე კარგა ხანია აგვიანებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საჰაერო ძალების მეთაურმა ჰეშმათოლა კასირიმ დღეს განაცხადა, რომ ირანის ექსპერტები საჰაერო თავდაცვის სისტემაზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის ეს-300-ის ტოლფასი იქნება და ახლო მომავალში მწყობრში შევა.

მისი თქმით, რუსეთმა 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების შეუსრულებლობისთვის ირანისთვის „მიუღებელი“ მიზეზები დაასახელა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული შეთანხმება რუსეთიდან ირანში ეს-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას ითვალისწინებდა.


ირანის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ შეთანხმების უგულვებელყოფა შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ზეწოლითაა განპირობებული. ისრაელი და შეერთებული შტატები ირანისთვის ეს-300-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას მტკიცედ ეწინააღმდეგება. თუ ირანი ამ საჰაერო თავდაცვის საშუალებებს შეიძენს, მაშინ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება ბევრად გართულდება.


XS
SM
MD
LG