ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი  რუსეთს ავიამზიდს მიჰყიდის


საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთს სამხედრო ხომალდს მიჰყიდის. როგორც ცნობილია ამ სამხედრო ვერტმფრენების გადამყვანი გემის რუსეთისთვის მიყიდვა, ნატოს ისტორიაში პირველი ასეთი სახის გარიგებაა კრემლთან. რამდენიმე „მისტრალის“ ტიპის ხომალდების გაყიდვის ირგვლივ მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რუსეთს კიდევ სამი ხომალდის ყიდვა სწადია. სამინისტრო აცხადებს, რომ ამ წინადადებას პარიზი უახლოეს მომავალში განიხილავს. „მისტრალს“ 16 ვერტმფრენის და ჯავშნოსანი ამფიბიების გადაყვანა შეუძლია, რაც ამჟამად რუსეთის არმიას არ ძალუძს. გასულ წელს რუსეთის სამხედრო ფლოტის ადმირალმა ვლადიმირ ვისოცკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის დროს რუსეთს ერთი მისტრალიც, რომ ჰქონოდა, რუსეთს გასამარჯვებლად მხოლოდ 40 წუთი დასჭირდებოდა.



XS
SM
MD
LG