ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მილონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარია


მილონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარია

მილონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარია
მილონობით ამერიკელი კვლავ უმუშევარია

მილონობით ამერიკელი კვლავ სამუშაო ადგილების გარეშე რჩება. თუმცა ამერიკის შრომის დეპარტამენტის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სამუშაო ბაზარი ამჟამად ნაკლებ დაუნდობელია.

იანვარში 20 000 სამუშაო ადგილის დაკარგვის მიუხედავად, ფინანსური ანალიტიკოსი, ჰუგ ჯონსონი ამბობს, რომ ყველაზე მარტივი ახსნა ალბათ ის არის, რომ სამუშაოს უკვე ნაკლები ადანიანი ეძებს.


“სამუშაო ბაზარზე დიდმა დანაკარგმა ხალხს გული აიცრუა, მათ ფარ-ხმალი დაყარეს, სამუშაოს აღარ ეძებენ, ამ ყველაფრის კომბინაციას უმუშევრობის დონის დავარდნის მაჩვენებელთან მივყავართ.”


სამუშაო ადგილების ახალ მაჩვენებელს ვოლ სთრითზე მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა ჰქონდა. საფონდო ბირჟაზე ფასები ვარდნას განაგრძობს.თეთრ სახლში ახალ ანგარიშს მიესალმებიან, მას მოკრძალებულს, მაგრამ იმედის მომცემს უწოდებენ.

პრეზიდენტმა ობამამ, მერილენდის შტატში, მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ანგარიში ხაზს უსვამს სამუშაოს შესახებ ყოვლისმომცველი კანონპროექტის არსებობას.


“ ეს ციფრები, პოზიტიური მაგრამ დღესასწაულამდე ჯერ ადრეა. რადგან ჯერ კიდევ ბევრი ჩვენი მეზობელი თუ მეგობარი უმუშევარია. ჩვენ კმაყოფილი ვერ ვიქნებით, როდესაც 20 000 ჩვენი მოქალაქე სხვა დანარჩენ უმუშევრებს შეუერთდა”

შესაბამისად დაუსაქმებელი ხალხი განმარტავს,რომ ნაკლებ დროს იმიტომ მუშაობს, რომ უკეთესი პირობები არ აქვთ. ასეთების რაოდენობამ ამერიკის გარშემო იანვარში ერთი მილიონიდან 17.3-პროცენტიდან, 16.5 პროცენტამდე დაიწია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შრომის ბაზრის დასტაბილურების მანიშნებელია. მაგრამ ბლუმბერგის კორესპონდენტი მეტიუ ლუკას მილერი ამბობს, რომ სამუშაო ადგილების ნამდვილი მატება მომხმარებლის ნდობის მოპოვებაზეცაა დამოკიდებული.

“ფულის გასაკეთებლად და შემდეგ დანარჩენი ეკონომიკისთვის მის სასიკეთოდ დასახარჯად, პირველ რიგში მომხმარებელია საჭირო.”

სამშენებლო ინდუსტრიის გამოკლებით, კერძო სექტორმა , კონკრეტულად წარმოებისა და საცალო ვაჭრობის სფერომ იანვარში 60.000 სამუშაო ადგილი შექმნა. მთავრობამ ფედერალურ სამსახურში ბევრი ადამიანი დაიქირავა, თუმცა დროებით სამსახურში. პრეზიდენტმა ობამამ ცოტა ხნის წინ ბიუჯეტის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უმუშევრობის დონე წლის ბოლომდე მაღალი, დაახლოებით 9.8 პროცენტი რჩება.

XS
SM
MD
LG