ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესის 300 ფურცლიანი ანგარიში 



მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში მილიარდობოთ დოლარი ირიცხება, ამ ქვყნებში სიღარიბის მაჩვებელია შემაშფოთებელია.
სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება ,ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება, თუ როგორ, სად და ვინ უდგას სათავეში ამ თანხის უმისამართო ფლანგვას.


აშშ-ის კონგრესის 300 ფურცლიანი ანგარიშში გამოაშკარავებულია, თუ როგორ ეხმარებიან ადვოკატები, ლობისტები და უძრავი ქონების აგენტები აფრიკის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების სათავეში მოსულ ლიდერებს, თანხების არამიზნობრივად ხარჯვისა და ფულის გათეთრების ფაქტების მიჩქმალვაში.


თუმცა ამავე დროს ანგარიში არავის არ სდებს ბრალს აშშ-ის კანონის დარღვევაში.
2001 წელს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა პატრიოტის აქტი, რომელშიც ფინანსური ინსტიტუტების მისამართით თავმოყრილია რეგულაციების დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ის ნიმუშები, რომლებიც თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ფულის გათეთრებას უწევს კონტროლს.
ანგარიშში ნახსენებია ნიგერიის ყოფილი ვიცე-პტეზიდენტის მეუღლე, ამერიკის მოქალაქე ჯენიფერ დუგლასი. მას ბრალად ედება შეერთებულ შტატებში 40 მილიონი დოლარის უკანონო გზით შემოტანა.


მოხსენების თანახმად, იყო შემთხვევა როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი დუგლასი მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწის პრივილეგიებით სარგებლობდა ვაქოვიის ბანკმა მისი ეგრედწოდებული პრივილეგიები უარყო, ამის მიზეზად კი შტატებში მის მიერ უკანონო თანხების შემოტანა დაასახელა.
ანგარიშში ასევე მოიხსენიეს ეკვატორული გვინეის პრეზიდენტის ვაჟიშვილი თეოდორო მბასოგო. მას ბრალად ედება შტატებში ამერიკელი ადვოკატების დახმარებით 100 მილიონი დოლარის შემოტანა.

გაბონის ყოფილმა პრეზიდენტმა ომარ ბონგომ და მისმა ვაჟიშვილმა გაბონის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ათასობით დოლარი გადაუხადეს ამერიკელ ლობისტს ჯეფრი ბირელს, რომელმაც მათთვის სამხედრო სატრანსპორტო ავიამზიდებისა და ჯავშან ტექნიკის შეძენა მოახერხა.
ამ მოხსენების მოსმენაზე, სენატის მუდმივი გამოძიების ქვეკომისიის თავჯდომარემ სენატორმა კარლ ლევინმა ხაზი გაუსვა გათეთრებული ფულის შტატებში შემოთანის ფაქტებს და იქვე დასძინა რომ მსგავს მოძრაობა უნდა განიხლოს არა მარტო ადგილობრივ პრობლემად , არამედ მისი გლობალური ეფექტიც უნდა იქნას განსაზღვრული.


" კორუპცია სიმსივნეა, რომელიც კანონის პრინციპებს აჟანგებს, ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო ცხოვრების ტემპს აფერხებს. ექსტრემალურ შემთხვევაში კორუფციას ძალუძს საზოგადოების დესტაბილიზაცია , რაც უკანონობისა და ტერორიზმის მშობელია . თუ ჩვენ გვსურს ამ პრობლემის აღმოფხვრა პირველ რიგში სახლში დავიწყოთ მისი მოგვარება ."


რამდენიმე ამერიკელმა ადვოკატმა რომლებიც ამ მოსმენაზე ჩვენების მისაცემად იყვნენ მიწვეულნი უარი თქვეს დასწრებაზე.


ვიჩერ მანდმეიქერი , ეიჩ ეს ბი სი ბანკში უკანონო თანხების მოძრაობის კონტროლის განყოფილების დირექტორი დათანხმდა ჩვენების მიცემაზე. კონგრესის ანგარიშში განხილურლია მისი ბანკის ბონგოს ოჯახთან გარიგებათა ნუსხა.


"ჩვენ მზად ვართ დაწვრილებით განვიხილოთ ეს ანგარიში. თუ ჩვენ გადავწყვითეტ რომ არის ხარვეზები ჩვენ საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ ჩვენ მას გამოვასწორებთ. ბატონო სენატორ ამავე დროს მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენ შეიძლება უნაკლოები არ ვართ, მაგრამ ვართ ერთერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი , და როდესაც საქმე ეხება თანხების უკანონო მოძარობას მე შემიძლია სიამაყით განვაცხადო რომ ჩვენ მსგავს საქმინობაში ხელი არ გვაქვს გასვრილი."


სენატორი კობურნი აცხადებს ,რომ რადგანაც მოხსენებაში მოყვანილმა ბევრა პირმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, გამოძიება უნდა გაგრძელდეს. მან ასევე ხოტბა შეასხა სენატორ ლევინს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონ-პროექტის წინადადებას:


"წარსულში დათესილს მომავალში მოვიმკით. მე გილოცავ სენატორო. თქვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი სწორი მიმართულებით მიდის."


კანონპროექტი ითვალისწინებს ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების უცხოელ კორუმპირებულ ოფიციალურ პირებთან გარიგებათა შეზღუდვას და კორპორაციულ გამჭვირვალობას.


XS
SM
MD
LG