ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელს სირიასთან მშვიდობა სურს


ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ მას სირიასთან მშვიდობა სურს. ეს ისრაელის მთავრობის მხრიდან სირიასთან ურთიერთობაში დაძაბულობის მოხსნის აშკარა ნიშანია.

ბატონმა ნათანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს სირიასა და პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს, რომელიც ეგვიპტესა და იორდანიასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებების მსგავსი იქნება. ნათანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტს მოახსენა, რომ ისრაელი სირიასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუ ყოველგვარი წინაპირობა გამორიცხულია და თუ უსაფრთხოება გარანტირებულია.
აღსანიშნავია, რომ ნათანიაჰუს განცხადება მოსდევს ისრაელისა და სირიის ოფიციალურ პირებს შორის საკმაოდ დაძაბულ დიპლომატიურ გაცვლას.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა გააფრთხილა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, რომ იმ შემთხვევაში, თუ სირიამ ისრაელის პროვოცირება გაბედა, ასადი წააგებს ომს და ძალაუფლებას დაკარგავს.

XS
SM
MD
LG