ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ურანს უფრო მაღალ დონეზე გაამდიდრებს



ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის ატომური ენერგიის სააგენტოს ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრება უბრძანა, რაც დასავლეთთან ბირთვული გაცვლის გარიგების შესაძლებლობას ეჭვის ქვეშ აყენებს.


დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ მან ატომური ენერგიის სააგენტოს უფროსს ალი აკბარ სალეჰის უბრძანა ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ამ დონეზე გამდიდრებული ურანი კვლევითი რეაქტორის საწვავს წარმოადგენს.

ირანი და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები გაეროს გეგმას იხილავენ, რომლის მიხედვითაც ირანი დაბალ დონეზე გამდიდრებულ ურანს საზღვარგარეთ გააგზავნის და მის სანაცვლოდ მიიღებს საზღვარგარეთ უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებულ ურანს მიიღებს. გასულ კვირას აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ ირანი ურანის ექსპორტისთვის მზად არის.

ირანის ლიდერის შენიშვნების საპასუხოდ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა საერთაშორისო თანამეგობრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდა რათა ერთობლივი ძალისხმევით ირანის ბირთვული ამბიციების შეკავება შესაძლებელი გახდეს. დღეს რომში პრესასთან შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ სანქციების შემოღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.



XS
SM
MD
LG